ჩეხეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს

ჩეხეთი უკრაინას ტანკებს გადასცემს

ჩეხეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას პირდაპირ აწვდის შეტევით იარაღს. 

უცხოური მედია ჩეხეთის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების T-72 ტანკები და BVP-1 ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანები გაუგზავნა.

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ცერნოჩოვამ ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ ჩეხეთის მიერ უკრაინისადმი გაწეული დახმარების დეტალებზე ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

"მხოლოდ იმაში გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება და დაეხმარება სამხედრო აღჭურვილობის კუთხით, ეს ეხება როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე აღჭურვილობას“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები