გიორგი რუხაძე - მიუხედავად იმისა, რომელი მხარე რას დაამტკიცებს, ჩვენ უკვე რეპუტაციულად სერიოზულად ვიზარალეთ

მიუხედავად იმისა, რომელი მხარე რას დაამტკიცებს, ჩვენ უკვე რეპუტაციულად სერიოზულად ვიზარალეთ,  - ამის შესახებ  საქართველოს სტრატეგიულ ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ისევ ზარალდება ხელისუფლების წარმომადგენლების არასწორი ნაბიჯების გამო. 

"რაც ხდება ძალიან ცუდია ქვეყნის რეპუტაციისთის, მიუხედავად იმისა, რომელი მხარე რას დაამტკიცებს, ჩვენ უკვე რეპუტაციულად სერიოზულად ვიზარალეთ. უკრაინელებს არ უთქვამთ,  რომ  საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ამას, მათ თქვეს,  რომ საქართველოში იქმნება არხი, რომლის საშუალებითაც რუსეთი შეძლებს გარკვეული ტიპის საქონლის მიღებას. იარაღზე საუბარი არ ყოფილა, საუბარია ორმაგი მოხმარების საქონელსა და ნახევარგამტარებზე. 

ძალიან მარტივი სავარაუდოა ეს იმ  ფონზე, როდესაც ბოლო 3 თუ 4 კვირის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 30 ათასამდე მოქალაქე ჩამოვიდა. ბიზნესის დარეგისტრირების სიმარტივით საქართველო,  მგონი,  მე-10 ადგილზეა მსოფლიოში - 100 ლარი უნდა და ერთი საათი და კომპანია მზადაა.  საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო ურთიერთობები, შესაბამისად, მარტივია ტაივანიდან ჩამოიტანოს ჩიპი, ან დიდი ბრიტანეთიდან - Ps4 და  მიყიდოს რუსეთს, თეორიულად ეს მარტივი შესაძლებელია“, -  განაცხადა რუხაძემ. 

მისი თქმით, ხელისუფლებას შეეძლო, რომ სწორი განცხადებებით ქვეყნისათვის ეს საფრთხე აერიდებინა, თუმცა ამის ნაცვლად საწინააღმდეგო განცხადებები აკეთა. 

"იმის ნაცვლად,  რომ საქართველოს ხელისუფლებას ეთქვა, რომ  თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ მე არ დავუშვებ ასეთ რამეს, მივიღეთ ისეთი ტიპის  განცხადებები,  რომ უკრაინელებს გვამების შემოდებას ასწავლიან ნაციონალები და სხვა.

პრემიერ-მინისტრს რომ განცხადება გაეკეთებინა,  ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ შევუერთდებით საერთაშორისო სანქციებს, ან ეთქვა, რომ არანაირად არ დავუშვებთ,  რომ რუსეთმა გამოიყენოს საქართველო სანქციების თავიდან ასაცილებლად, მაშინ უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი. მაგრამ ამის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რაც სიგნალია ასეთი კომპანიების, გადამტანების, თუ აგენტებისთვის, რომ მათ გზა ხსნილი აქვთ. 

სტრატეგიული კომუნიკაცია არის ნულთან გათანაბრებული.  ჩათვალეთ,  რომ უკვე ვიზარალეთ, რადგან იქეთა მხარეს ვერავინ დაარწმუნებს, რომ ეს ასე არ ხდება“, - განაცხადა რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები