დმიტრო კულება - მოგვეცით იარაღი და ომი არ გასცდება უკრაინას

რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო-ს მინისტერიალის დაწყების წინ განაცხდა.

"ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად და მოკავშირეებთან ორმხრივი შეხვედრების გასამართად ჩამოვედი. ჩემი დღის წესრიგი მარტივია. იქ მხოლოდ სამი პუნქტია, ეს არის იარაღი, იარაღი და იარაღი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის დახმარების საუკეთესო გზა ახლა ყველა იმ აუცილებლობით უზრუნველყოფაა, რაც საჭიროა პუტინის შესაჩერებლად და რუსეთის არმიის დასამარცხებლად უკრაინაში. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით, როგორ ვიბრძოლოთ, როგორ გავიმარჯვოთ. ამ გამარჯვებას თან უზარმაზარი მსხვერპლი სდევს. რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად ჩამოვა ის უკრაინაში, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება, ქალაქები და დასახლებები არ განადგურდება და აღარ იქნება მეტი ბუჩა. მე მგონი უკრაინელების მიდგომა სამართლიანია და სწორი, მოგვეცით იარაღი, ჩვენ გავიღებთ მსხვერპლს, ომი არ გასცდება უკრაინას.

მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, გვერდით გადადონ მერყეობა და მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც სჭირდება, რადგან დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება. როდესაც საქმე ეხება უკრაინას, არ უნდა იყოს განსხვავება თავდაცვით და შეტევით იარაღს შორის, რადგან ყველა იარაღი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გამოიყენება უკრაინის არმიის მიერ აგრესორის წინააღმდეგ, თავდაცვითია თავისი მნიშვნელობით. ეს განსხვავება თავდაცვითსა და შეტევითს შორის აზრს მოკლებულია, როდესაც ჩემს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხება საქმე“, – განაცხადა კულებამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები