გიგა ინაშვილი - ომის მეორე ფაზა სავარაუდოდ, კიდევ უფრო სისხლისმღვრელი იქნება

რა ფაზაშია გადასული უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული სისხლისმღვრელი ომი, უჩანს თუ არა ამ ომს დასასრული და მოვლენების როგორ განვითარებას შეიძლება ველოდეთ, - ამის საკითხებზე  Front News-ს  სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი ესაუბრა.

- რა ეტაპზეა ახლა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული საომარი მოქმედებები?

ომის პირველ ფაზაში განცდილი ძალიან დიდი დანაკარგების და ტაქტიკურ-ოპერატიული დონის მარცხის შემდეგ,  აპრილის პირველ დღეებში, რუსულმა ნაწილებმა მთლიანად დატოვეს კიევის ჩრდილო-დასავლეთი და ჩერნიგოვის მიმართულება, მაგრამ ძალების გაძლიერება დაიწყეს აღმოსავლეთ მიმართულებაზე,  კერძოდ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში.

ჩრდილოეთიდან გაყვანილი ძალების და ტექნიკის ნაწილის გადმოსროლა სწორედ ამ მიმართულებებზე ხდება.

ამით პრაქტიკულად დასრულდა ომის პირველი ფაზა და დაიწყო მეორე, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო სისხლისმღვრელი იქნება.

რუსების აკონტროლებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ იზიუმს და კვლავ ალყაში აქვთ მოქცეული ქალაქი მარიუპოლი. სარაკეტო და საავიაციო დარტყმები ხორციელდება ქალაქ ოდესაზეც.

- როგორ შეიძლება შეფასდეს ოკუპანტი ქვეყნის საბრძოლო ტაქტიკა?

პირველი ტალღის ოპერაციები რუსული მხრიდან თითქმის მთლიანად ტაქტიკური ჯგუფებით განხორციელდა, თუმცა ტერიტორიის სიღრმიდან და მიყენებული ზიანიდან გამომდინარე,  დაჯგუფებებმა გარღვევის ოპერატიულ სიღრმეს ვერ მიაღწიეს. რუსული ბტჯ-ების ავტონომიურობა ლოგისტიკური ქვედანაყოფების განადგურების ან მწყობრიდან გამოყვანის გამო რამდენიმე დღეში მინიმუმამდე დავიდა. პრობლემები იყო თვითონ დაჯგუფებებში სხვადასხვა ბრიგადებიდან გადმოსროლილი ბტჯ-ებს შორის შეთანხმებულ მოქმედებაშიც. ხშირად იყო მეგობრული ცეცხლიც და ერთმანეთის პოზიციებზე არტილერიის გამოძახებაც. 

ომის დაწყებიდან პირველი კვირის შემდეგ რუსული მხრიდან საცეცხლე ზემოქმედების ძირითად საშუალებებად ლულიანი და რეაქტიული არტილერია, საფრონტო ავიაცია, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები იქცა. სახმელეთო კომპონენტში ტოტალური წარუმატებლობის კომპენსირებას რუსეთი სწორედ ამ საშუალებებით ცდილობდა.

უკრაინის სახმელეთო ნაწილებზე მასიური დარტყმებისთვის გამოიყენებოდა „გრადის“, „ურაგანის“ და „სმერჩის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემები, მოიერიშე სუ-25 და საფრონტო ბომბდამშენი სუ-34 ტიპის თვითმფრინავები, მი-35მ, მი-28 და კა-52 „ალიგატორის“ ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები. მკვეთრად შეინიშნებოდა რუსულ სახმელეთო და საავიაციო კომპონენტებს შორის შეუთანხმებელი მუშაობა რაც ოპერატიული დონის დაგეგმარებაში სერიოზულ პრობლემებზე მიანიშნებს. 

რუსული ავიაციის მასიური გამოყენება იყო მიზეზი მასიური დანაკარგებისაც. ამ დრომდე ჩამოგდებული და აეროდრომებზე განადგურებულია 150-მდე თვითმფრინავი და 135-მდე ვერტმფრენი.

ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენება 1 თვის თავზე მკვეთრადაა შემცირებული. ზოგადად „ისკანდერის“ და „კალიბრის“ ტიპის რაკეტები უკრაინას უკვე რამდენიმე ასეული ესროლეს. მათ მარაგები არც ისე დიდი აქვს რუსეთს. ამიტომ ხშირად ამის კომპენსირებას მოძველებული საბჭოთა პერიოდის ფრთოსანი რაკეტების და „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების გამოყენებით აკომპენსირებს.

- როგორც ვხედავთ, რუსული საოკუპაციო ძალები ტოვებენ მათ მიერ მიწასთან გასწორებულ ქალაქებსა და სხვა მიმართულებით გადაადგილდებიან,  ამ შეცვლილ ვითარებაში რა მიმართულებით გაგრძელდება მათი შეტევები?  

ძირითადი აქცენტი გადატანილია დონეცკი-ლუგანსკის მიმართულებაზე, აქ ხდება დარჩენილი ძალების კონცენტრაცია, თუმცა ამის პარალელურად რუსეთში შეინიშნება მოძრაობების მობილიზაციის დასაწყებად. სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევით ირიცხება 100 000-ზე მეტი წვევამდელი, რაც 2-3 თვეში დამატებითი ცოცხალი ძალა იქნება. უკრაინული მხარე 6 აპრილის მდგომარეობით, შეტევას ახორციელებს ქალაქ ხერსონის შემოგარენზე, მიზანი ქალაქის დაბრუნებაა, საიდანაც პერსპექტივაში ბერდიანსკი-მელიტოპოლის მიმართულებაზე შეიძლება კონტრშეტევის წამოწყება. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები სწორედ ამ მიმართულებაზე, ქალაქ იზიუმთან და მარიუპოლის მისადგომებთანაა მოსალოდნელი. 

რუსების სამიზნე პირველ ეტაპზე სრულად დონეცკის რეგიონის დაკავება, შემდეგში კი ქალაქ დნიპროზე და ზაპოროჟიეზე გასვლა უნდა იყოს.

- რამდენად  შესწევს ძალა რუსეთს ძალების ხელახალი მობილიზაციის?  გამოითქვა მოსაზრებები,  რომ დაქირავებული ჯარით კვლავ შეუტევს კიევს, ამაზე რას იტყვით? 

კიევზე სერიოზული შეტევის მისატანად რუსეთს ტოტალური მობილიზაციის გამოცხადება და ომის მთლიანად სხვა ფორმატში გადატანა დასჭირდება. სხვანაირად მას ამის რესურსები არ აქვს. დაქირავებული ჯარი მხოლოდ დანამატია და ვერასოდეს იქნება იმ დონის პოტენციალის, რომ რეგულარულ არმიას რაიმე სერიოზული დააკლოს. დაქირავებულებიც და მოხალისეებიც უკვე დიდი რაოდენობით განადგურდა უკრაინულ მიწაზე და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ტიპის ომში ზოგადად ცოცხალი ძალა ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა.  გადამწყვეტი -  არტილერიის, ავიაციის და ჯავშანსატანკო ჯარების რაოდენობაა,  ასევე ის,  თუ რომელი მხარე უფრო კარგად ფლობს ბრძოლის ველს,  დაზვერვის და სხვადასხვა გვარეობის ჯარების ერთიანი მართვის კუთხით. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები