მამუკა მამულაშვილი - ამ განცხადებით რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინაში სამხედრო შემოჭრა განახორციელა

ამ განცხადებით რუსეთმა აღიარა,  რომ უკრაინაში განახორციელა სამხედრო შემოჭრა და არა სპეცოპერაცია, რასაც აქამდე ამტკიცებდა,  -  ამის შესახებ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთს მის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე საქმე აქვს აღძრული, ხოლო ამ ბოლო განცხადებით მათ მიერ ჩადენილი სისასტიკეების გადაფარვა სურთ. 

"ეს უკავშირდება ჩვენს აქ მოღვაწეობას, ჩემზე გაკეთებული დღევანდელი განცხადებით,  რუსეთმა აღიარა, რომ უკრაინაში განახორციელა სამხედრო შემოჭრა და არა სპეცოპერაცია, რასაც აქამდე ამტკიცებდა. ესაა პირველი ოფიციალური შემთხვევა, როდესაც რუსეთმა განაცხადა, რომ ომი დაიწყო სუვერენულ ქვეყანაში. თუ ეს იყო სპეცოპერაცია, მაშინ მას უკრაინა პასუხობდა ანტიტერორისტული ოპერაციით, რაზეც არ ვრცელდება ჟენევის კონვენცია, რომელზეც არის ლაპარაკი ამ განცხადებაში. 

რუსეთმა სწორედ თავისი თავის დისკრედიტაცია მოახდინა ამ შემთხვევით. მთლიანობაში  ეს დაკავშირებულია ჩვენს მოღვაწეობასთან, ტყვეებთან დაკავშირებული კადრები ჩვენ არ გვიკავშირდება არანაირად, ქართულ ლეგიონთან ამას შეხება არ აქვს“, - განაცხადა მამულაშვილმა. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მამუკა მამულაშვილის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა, რის მიზეზადაც  ომის წარმოების წესების დარღვევა დაასახელა. 

მათი განცხადებით, ქართული ლეგიონის მებრძოლებმა ჩაიდინეს დანაშაული რუსი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

მოსკოვის მტკიცებით, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას, რომელიც სამხედრო ტყვეებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები