კოლეჯ "იბერიას“ დელეგაცია ქალაქ პოზნანში პროფესიული სასწავლებლების რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაში მონაწილეობს

იმერეთის ყველაზე მსხვილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, კოლეჯ „იბერიას“ დელეგაცია პოლონეთის ქალაქ პოზნანში იმყოფება, სადაც პროფესიული სასწავლებლების რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებაში მონაწილეობს.  

ვიზიტის ორგანიზატორია პოზნანის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ვიესლავ ბანაში. 

კოლეჯ "იბერიას“ ხელმძღვანელის ირაკლი ავალიანის განცხადებით, კოლეგებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. 

"ამ აქტივობის მიზანია პარტნიორ კოლეგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება,  არსებული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის მიზნით“, - განაცხადა ავალიანმა. 

პირველ დღეს ქართულ დელეგაციას მასპინძლობა პოზნანის კომუნიკაციის სკოლამ და მრავალპროფილურმა ლიცეუმმა გაუწია. სტუმრებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და სასწავლო-სახელოსნო ლაბორატორიები დაათვალიერეს.

შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები