გიორგი ზაქარაშვილი - ხარკოვთან დაჭრილი ოთხი ქართველი მებრძოლიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა

უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, უკრაინაში გუშინ დაჭრილი 4 ქართველი მებრძოლიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

მისივე თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. 

"ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ორი ქართველი და დაჭრილია 4 ქართველი ხარკოვთან. ერთი არის საკმაოდ მძიმედ დაჭრილი. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. იყო ბრძოლა ოკუპანტთან, რუსეთის ჯართან. მეტი დეტალი ჩვენთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა ზაქარაშვილმა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ქართველების გადმოსვენებას კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ხარკოვთან გუშინ დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა დაიღუპნენ.

უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული სამი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის ჩამოსვენება. 

მსგავსი სიახლეები