ჯეიკ სალივანი - რუსეთმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა და ამას გენერლების დანიშვნა ვერ შეცვლის

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა უკვე განიცადა "სტრატეგიული მარცხი" უკრაინაში და არმიის გენერლის ალექსანდრე დვორნიკოვის დანიშვნა რუსეთის წარმატების საერთო შანსებს არ შეცვლის.

"ვერც ერთი გენერლის დანიშვნა ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ რუსეთმა უკვე განიცადა სტრატეგიული მარცხი უკრაინაში“, - განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, ამ ომის პირველმა კვირებმა აჩვენა, რომ "უკრაინა არასოდეს დაემორჩილება რუსეთს და არ აქვს მნიშვნელობა რომელი გენერალის დანიშვნას შეეცდება პუტინი".

სალივანის თქმით, აშშ მოელის, რომ ახალი მთავარსარდალი განახორციელებს უფრო სასტიკი თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

"ამ კონკრეტულ გენერალს აქვს რეზიუმე, რომელიც მოიცავს სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სირიაში, სხვაგან და ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ უფრო მეტს ამ საომარი მოქმედებების თეატრში“, - აღნიშნა სალივანმა.

დვორნიკოვი იყო რუსეთის სამხედრო ოპერაციების პირველი მეთაური სირიაში მას შემდეგ, რაც პუტინმა იქ 2015 წლის სექტემბერში სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდასაჭერად ჯარები გაგზავნა. 

რუსული ავიაცია მხარს უჭერდა ასადის რეჟიმს და მის მოკავშირეებს, როდესაც ისინი ალყაში აქცევდნენ მეამბოხეების მიერ დაკავებულ აღმოსავლეთ ალეპოს, ბომბავდნენ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს და გამოიწვია მძიმე მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

მსგავსი სიახლეები