გიგი წერეთელი - ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვარის შევსება, მაგრამ ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში პროცესს სათანადო განვითარება ექნება

ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვარის  შევსება და გაგზავნა, მაგრამ ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ამ პოზიციით, რაც მას აქვს,  ამ პროცესს ექნება სათანადო განვითარება, -  ამის შესახებ Front News „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრობის დაჩქარებულ პროცესში ერთვება, თუმცა არსებობს საკითხების ერთობლიობა რაც ამ პრიცესის განვითარებას საფრთხეს უქმნის. 

"მნიშვნელოვანმი ამბავია, როდესაც საქართველო ამ დაჩქარებულ პროცესში ერთვება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად.   ეს მოიტანა უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ყველა დარწმუნდა, რომ საჭიროა უფრო  მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. 
რა თქმა უნდა,  ეს არ არის პირდაპირი სამხედრო ალიანსი, მაგრამ ევროკავშირის წევრობა ქვეყნებს აძლიერებს  ეკონომიკურად, პოლიტიკურად, დემიკრატიული პროცესებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვარის  შევსება და გაგზავნა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა იმ მიმართულებით, რაც არის მთავარი პროცესის გაგრძელებისთვის, საქართველოს მიმართ კრიტიკული შეფასებები არსებობს.  

ეს ეხება „კოპენჰაგების კრიტერიუმებს“, რომელიც მოიცავს დემოკრატიის, მართლმსაჯულების საკითხებს, ეკონომიკურ სიძლიერეს  და ბევრს სხვა საკითხს.  ასევე  პოლიტიკური პატიმრების არსებობა  უარყოფითი ფაქტორია ქვეყნისთვის, პრობლემატურია  უკრაინში ომის ფონზე უკრაინასთან გაფუჭებული  ურთიერთობა.  საქართველოს მთავრობა აგრძელებს ჯიუტ და გაუგებარ პოზიციონირებას,  ამასთან,  ხელისუფლება დაკაებულია ამ მასობრივი ფსიქოთერაპიით, რომელიც გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას არ აუმჯობესებს. არსებობს ბევრი ფაქტორის ერთობლიობა, რაც ბევრ კითხვას აჩენს, ერთია პროცესის დაწყება, მეორეა ამ პროცესის განვითარება“, -  განაცხადა გიგი წერეთელმა. 

მისი თქმით,  არსებული  ხელისუფლების პირობებში საქართველოს წარმატების  ნაკლები შანსი აქვს.  

„ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, ამ პოზიციით, რაც მას აქვს,  ამ პროცესს ექნება სათანადო განვითარება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ პერიოდში, დემოკრატიული პროცესისა და ახალი არჩევნების შედეგად  ქვეყანაში იქნება ახალი ხელისუფლება არჩეული და გაჩნდება შანსი ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები