გიგი კუბლაშვილი - "ლენდ-ლიზის“ აქტი უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შეეხება

"ლენდ-ლიზის“ აქტი, რომელსაც აშშ უახლოეს მომავალში მიიღებს, შეეხება უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, - ამის შესახებ უზბეკეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგი კუბლაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ეს ქვეყანას უახლესი შეიარაღების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რის შესახებ  ხელისუფლება უნდა ლაპარაკობდეს და ამ მიმართულებით  ძალიან სერიოზული სამუშაოა. 

"მე წამოვიღე დოკუმენტი, სადაც წერია,  რომ  „ლენდ ლიზის“ აქტი შეეხება უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ეს ქმნის ახალი ტიპის იარაღების მიღების შესაძლებლობა და ძალიან ბევრ რამეს სერიოზულად ცვლის. 

ეს აქტი არ არის ბოლომდე მიღებული, უახლოეს მომავალში,  ორ კვირაში, ეს ყველაფერი სამართლებრივად  გაფორმდება. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ მოახდინოს გადაიარაღება, ახალი ტიპის შეიარაღების მიღება. ამას უფასოდ არავინ გაძლებს, ეს არის კრედიტი, რომელიც ათეული წლების მანძილზე შეიძლება გადანაწილდეს. ახლა დაიწყება კივილი - „ომი გინდათ“, მაგრამ მთავარი პოსტულატია, „თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები