ხათუნა ლაგაზიძე - სერიოზული პრობლემაა, რომ ამ ფონზე და ამ ხელისუფლების პირობებში გვიწევს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის კითხვარის მიღება

დაგვიდგა ის დრო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას  ჩვენი  უკრაინელი მეგობრები ასწავლიან ქართულ ლიტერატურას და მასზე დაფუძნებულ ქართულ მორალსა და ეთიკას,  - ამის შესახებ სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელმა  ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტიქტი და ალღოც კი არ აღმოაჩნდა,  რომ უკრაინასათან მიმართებით მძიმე შეცდომები არ დაუშვას. 

"ქართული ოცნება“ არა მხოლოდ სახელმწიფო მართვის კუთხით მოიკოჭლებს და აქვს ჩავარდნები, არამედ ქართული ლიტერატურის ცოდნისა და მასზე დაფუძნებულ ლირებულებებთანაც არის აცდენილი.  დაგვიდგა ის დრო,  როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი  უკრაინელი მეგობრები ასწავლიან ქართულ ლიტერატურას,  მის გენიალურ შედევრებს და მასზე დაფუძნებულ ქართულ მორალსა და ეთიკას. 

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წყენას, პრაგმატიზმი და თვითგანდარჩენის ინსტიქტი მაინც უნდა ამოძრავებდეს  თუ მორალური პასუხისმგრებლობა და დასავლეთთან საერთო ღირებულებებზე დგომა არ ამოძრავებს, მაგრამ ამის ინსტიქტიც მოჩლენგებული აქვს, ამის შედეგია, რომ უკრაინასთან ურთიერთობაზე პირდაპირ უარს ამბობენ...  

სერიოზული პრობლემაა, რომ ამ ფონზე და ამ ხელისუფლების პირობებში გვიწევს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის კითხვარის მიღება“,  -  განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები