გიორგი გობრონიძე - ბატონი კობახიძის განცხადებები პოლიტიკურ მოწიფულობაზე არ მიუთითებს

ბატონი კობახიძის განცხადებები პოლიტიკურ მოწიფულობაზე არ მიუთითებს, -  ამის შესახებ Front News-ს „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა გიორგი გობრონიძემ განუცხადა.  

მისი თქმით, ყველაფრის საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე დაყვანა არასწორია.  "ბატონი კობახიძის განცხადებები პოლიტიკურ მოწიფულობაზე არ მიუთითებს. გასაგებია, "ქართული ოცნების“ გაღიზიანება, რომ მისი ოპონენტები მეზობელი ქვეყნის მაღალ თანამდებობებზე არიან,  მაგრამ ყველაფრის საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე დაყვანა არ არის სწორი. თუნდაც იმისთვის,  რომ ეს მოცემულობა შეცვალონ, სჭირდებათ მჭიდრო თანამშრომლობა უკრაინის უმაღლეს ხელისუფლებასთან და არა  გაბუტულის პოზიციიდან საუბარი.  ეს სახელმწიფოებრივადაც  დამაზარალებელია და ამასთანავე, მათი გუნდის ინტერესებისთვისაც ტაქტიკურად არასწორია“, - განაცხადა გობრონიძემ.   

მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით  მმართველი ძალა არათანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. 

"იმდენი შეცდომაა დაშვებული ჩვენს საგარეო პოლიტიკის გამართვაში, დღეს ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, რა გააკეთეს სწორად.  ჩვენი საგარეო პოლიტიკა აცდენილია იმ ძირითად ვექტორებს, რომელთაც წესით განუხრელად უნდა მივყვებოდეთ. 

იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვართ  პირველი სახელმწიფო ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით, ყველა საერთაშორისო არენაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამ დროს მმართველი ძალის პოლიტიკური განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნისთვის.  საქმე ამით არ გამოდის და ჩვენი საერთაშორისო იმიჯი ილახება“,- განაცხადა გობრონიძემ. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინას ქართული დელეგაციის უკრაინაში წასვლის სანაცვლოდ ულტიმატუმი წაუყენა, სხვა მოთხოვნებთან ერთად მან უკრაინაში  ქართველების, მათ შორის მმართველი პარტიის ლიდერის დავით არახამიას  თანამდებობიდან ჩამოშორება მოითხოვა, დღეს კი განაცხადა, რომ მას არახამიასთან დაკავშირებით ეს მოთხოვნა არ დაუყენებია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები