რატი იონათამიშვილი ოპოზიციას - ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ წააგეთ

"დიახ, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა ევროინტეგრაცია. მაშინ, როდესაც თქვენ დეზინფორმაციით  ხელს უშლიდით საქართველოს, რომ ასოცირების შეთანხმებაზე მოეწერა ხელი, ჩვენი ქვეყნის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ცდილობდით ვიზა - ლიბერალიზაციის პროცესისთვის შეგეშალათ ხელი და ცდილობდით, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეეყვანათ ევროკავშირის ქვეყნებს. ეს ჰიბრიდული ომიც წააგეთ საქართველოს წინააღმდეგ და საქართველო ევროკავშირის ქვეყნებმა აღიარეს როგორც უსაფრთხო ქვეყანა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ოპოზიციამ ისტერიული ჰიბრიდული ომი დაიწყო „ქართული ოცნების“ კი არა, არამედ საქართველოს წინააღმდეგ და ამის მთავარი მიზეზი იყო  „ქართული ოცნების“ მთავარი საარჩევნო დაპირება, რომ ხელისუფლება ოფიციალური წევრობაზე მიმართავდა ევროკავშირს.

„ყველას კარგად ახსოვს  როგორ უთხრიდით ძირს ქართულ დემოკრატიას.  არ გამოგივიდათ! ჩვენ მივმართეთ უკვე ევროკავშირს ოფიციალურ წევრობაზე განაცხადით. უკვე ამ პირობებში, ხანდახან წამოგცდებათ ხოლმე და დღესაც წამოგცდათ სიმართლე, რომ დღეს, როგორც არასდროს ის ახლოს არის საქართველო ევროკავშირთან.  ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და  იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელიც ჩვენ გვაქვს და თქვენ, როგორც იმ პროცესებს  მაშინ გაურბოდით ევროპარლამენტიდან, ისე გაურბიხართ დღესაც ამ პასუხისმგებლობის აღებას“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარადოქსია, როდესაც ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თითქოს გული შეტკივათ საქართველო - უკრაინის ურთიერთობაზე და  ამ დროს უკრაინის ტელეარხებზე ასმენენ საკუთარ ქვეყნას და არა ოპონენტ პარტიას.

„ეს არის პარადოქსიც  და უპატიებელიც.  რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ჩვენი ეს შანსი განაპირობა მხოლოდ იმან, რაც უკრაინაში ხდება, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ იმ ქვეყნის შვილები ხართ, ვისაც ყველაზე მეტი სისხლი აქვს დაღვრილი თავისუფლებისთვის, მათ შორის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ეს ბრძოლა სამი საუკუნეა გრძელდება. იქნებ ამ ბრძოლის და ამ გმირების დამსახურებაც  ძალიან დიდია ამ პროცესში, რასაც ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა ქვია. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, როდესაც ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო და კიდევ მოვიგებთ, როდესაც ჩვენ მოვუგეთ რუსეთს ჰააგას სასამართლო და კიდევ მოვუგებთ, და თქვენ სად იქნებით,  როდესაც ეს პროცესები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დამთავრდება?!“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები