დიმიტრი პესკოვი - მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, არც ვიცით, სურს თუ არა გაცვლა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ვერ ხედავს უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლის შესაძლებლობას დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცებზე.

მისივე თქმით, „ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის და მას არავითარი შეხება რა აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან“.

"რაც შეეხება გაცვლას, რომლის შესახებაც კიევში ასეთი სიამოვნებით ალაპარაკდნენ, მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არაფერი აქვს საერთო სპეცოპერაციასთან. ის არის უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლში არ იციან, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს ასეთი გაცვლა.

მედვედჩუკი უკრაინელმა სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. მას სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა ომის დაწყების წინ გაიქცა.

მსგავსი სიახლეები