გუბაზ სანიკიძე - აშშ-ის დასკვნაც ამაზე მეტყველებს, რომ შეუსმინარი, შეურიგებელი და დათმობის უნარის არმქონე არის ხელისუფლება

აშშ-ის დასკვნაც ამაზე მეტყველებს, რომ შეუსმინარი, შეურიგებელი და დათმობის უნარის არმქონე არის ხელისუფლება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ ძალიან ხშირად გაუმართლებლად დაუთმო ხელისუფლებას. ამის მაგალითია უკრაინაში გამგზავრების საკითხი, სადაც ოპოზიციის მიერ ერთსულოვნების მიღწევის მიუხედავად, ხელისუფლებამ თავად თქვა უარი მის მიერ „ომის პარტიად“ მონათლულ ოპოზიციასთან ერთად უკრაინაში გამგზავრებაზე. 

"არის ასეთი მოსაზრება გაბატონებული, მათ შორის ჩვენს პარტნიორებში ქვეყნის გარეთ, რომ უნდა მოხდეს ეროვნული კონსოლიდაცია. ძალიან ხშირად ამის გამო ოპოზიციამ, ჩემი აზრით, გაუმართლებლად დაუთმო ხელისუფლებას. როდესაც ქონდათ მცდელობა გარკვეულ საკითხებზე საერთო აზრის შექმნაზე. აშშ-ის დასკვნაც ამაზე მეტყველებს, რომ შეუსმინარი, შეურიგებელი და დათმობის უნარის არმქონე არის ხელისუფლება“, - განაცხადა საკინიძემ. 

მისი თქმით, აშშ-ის დასკვნა არის იმის ნიშანი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. 

"ვინც იცის საერთაშორისო ურთიერთობები, დამეთანხმება, რომ სწორედ ეს დოკუმენტი არის გადაწყვეტილება იმისა, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, არჩევნების გზით. ხელისუფლება საფრთხეებს უქმნის ქვეყანას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ოდნავი სამხედრო წარმატება რომ ჰქონოდათ რუსებს, ესენი ჩააბარებდნენ ქვეყანას რუსეთს. ჩაბარების მრავალი ხერხი ჰქონდათ, არანაირი ომი არ იქნებოდა, რუსებმა რატომ უნდა იომონ აქ, აგერ ყავთ ეს ხელისუფლება, უკრაინაში შეიჭრნენ იმისთვის, რომ იქ იქაური ბიძინა, ანუ, მედვედჩუკი დაესვათ“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები