რუსლან აბაშიძემ სოხუმის „დინამოს“ ქალთა გუნდი დააჯილდოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა-2-ის მატჩი გაიმართა. შეხვედრაში „დინამო“ სოხუმი და „ფენიქსი“ ზუგდიდი მონაწილეობდნენ. მატჩი „დინამო“ სოხუმის გამარჯვებით, ანგარიშით 9:0 დასრულდა.

„დინამო“ სოხუმის ქალთა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-2-ის ჩემპიონი გახდა. გუნდმა გამარჯვება ტურნირის დასრულებამდე, ვადაზე ადრე მოიპოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოხუმის „დინამოს“ ფეხბურთელებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ გუნდის წევრებს ჩემპიონობა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. მატჩის ბოლოს რუსლან აბაშიძემ გამარჯვებულებს მედლები და აფხაზეთის მთავრობის სახელით საჩუქრები გადასცა.

მატჩს აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები