გია ხუხაშვილი - შეიძლება აქციაც მოუწყონ უკრაინაში, პლაკატებითაც დახვდნენ, კვერცხიც ესროლონ, მაგრამ რა შუაშია აქ სუსი და თავდასხმა?

შეიძლება  აქციაც მოუწყონ უკრაინაში, პლაკატებითაც დახვდნენ, კვერცხიც ესროლონ, მაგრამ რა შუაშია აქ სუსი და თავდასხმა? - ამის შესახებ  Front News-ს  ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც  „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად,  „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში პროვოკაციებს გეგმავს, რის შესახებაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  გამოძიებაც დაიწყო.

ხუხაშვილის თქმით,  სამარცხვინო სიტუაციაა, როდესაც ომში მყოფ უკრაინის სპეცსამსახურებს ასეთი არასერიოზული ინფორმაციით მიმართავენ.

"წარმოუდგენელი რამეა, როგორ შეიძლება ასეთი პარანოიდული აზროვნებით ქვეყნის მართვა? რაზეა საუბარი, რომ  კვერცხები შეიძლება ვინმემ ესროლოს პაპუაშვილს უკრაინაში, თუ შეიარაღებული თავდასხმა შეიძლება მოხდეს? თუ ასე ძალიან ეშინია  პაპუაშვილს წასვლის,  მეორე პაპუაშვილი გაუშვან, ზაზა, ვაჟკაცი კაცია, სახეზე მაინც არავინ იცნობს მაგას. 

მოლოდინი არის, რომ იქ რაღაც ინციდენტები იყოს, ეს არც იქნება გასაკვირი, ჩვენი ხელისუფლების პოზიციები უკრაინასთან მიმართებით ბოლო პერიოდში კითხვებს იწვევდა, ბუნებრივია, იქ ბევრი ქართველია და შეიძლება  აქციაც მოუწყონ, პლაკატებითაც დახვდნენ, კვერცხიც ესროლონ, მაგრამ რა შუაშია აქ სუსი და თავდასხმა? პოლიტიკოსია და უნდა აიტანოს კვერცხის სროლა, აბა, როგორ უნდა? 

წარმოიდგინეთ, რა სამარცხვინოა, უკრაინის სპეცსამსახურებს, რომლებიც  ახლა დაკავებული არიან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და  ომის დანაშულების გამოძიებით,  ჩვენი სპეცსამსახურები უგზავნიან ინფორმაციას, რომ პაპუაშვილისთვის ვიღაც კვერცხის სროლას აპირებს და ეს გააკონტროლეთო“, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  გამოძიება დაწყებულია 325-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.  უწყებაში აცხადებენ, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები