რუსეთის ტყვეობაში 700 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება

რუსეთის ტყვეობაში 700 უკრაინელი ჯარისკაცი და 1 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, რომელთაგან უმეტესობა ქალია, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

"ათასამდე ადამიანია გატაცებული, მათგან უმეტესობა ქალია. რუსების გასაგონად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ გავცვლით სამხედროებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციებით. მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას ყოველგვარი პირობები გარეშე“, - განაცხადა ვერეშჩუკმა. 

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ჟენევის კონვენციებს.

ვერეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ორი ჰუმანიტარული დერეფანი მუშაობს.

"მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმების შესაბამისად.  მოვითხოვთ, დაიცვას მისი ვალდებულებები“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები