გელა ვასაძე - ყველაფერს გააკეთებენ, როგორღაც აჩვენონ მსოფლიოს, რომ საქართველოსთანაც დაარეგულირეს ურთიერთობები, ეს დიდი საფრთხეა ჩვენთვის

რუსეთ-უკრაინის ომზე, მოვლენების განვითარების შესაძლებლობებსა და ამ ვითარებაში საქართველოს საფრთხეებსა და პერსპექტივებზე Front News-ს  „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის - GSAC-ის“ ექსპერტი გელა ვასაძე  ესაუბრა. 

- სტრატეგიულად რუსებმა ეს ომი  წააგეს, ეს ფაქტია უკვე, მაგრამ საუბარია იმ ფასზე, რომელსაც გადაიხდიან ამაში. ძირითადად,  ფასს ახლა  უკრაინელი ხალხი იხდის.  

- ბოლო დღეებში გაძლიერდა  ქალაქების დაბომბვები, მათ  შორის ბომბავენ კიევს, ამაზე რას იტყვით?

- 52 დღეა,  რაც ბომბავენ კიევს, მაგრამ კიევი მეტ-ნაკლებად დაცულია ახლა სხვა ქალაქებთან შედარებით, პატარა ქალაქები საერთოდ არ არიან დაცულები. რა თქმა უნდა,  რუსეთი არ წყვეტს თავის ძალისხმევებს,  რომ გააუმჯობესოს თავისი მდგომარეობა ფრონტზე, რომ მერე როგორღაც მიაღწიოს შეთანხმებას,  მაგრამ არ გამოსდის, რადგან  მისი ყველაზე საუკეთესო ძალები უკვე დამარცხებულია.  რუსეთს თანამედროვე იარაღისა და ცოცხალი ძალის  რეზერვები აღარ დარჩა. 

კარგა ხანია, გეგმავენ დიდ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციის დაწყებას, მაგრამ ვერ კრეფენ საკმარის ძალას.  აქედან გამომდინარე, გრძელდება ქალაქების  დაბომბვები და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი. ზოგადად,  რუსეთმა ომის მთავარ ინსტრუმენტად  სამხედრო დანაშაულები და ტერორი აირჩია.  უკვე რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი და ბრიტანეთის  პრემიერ-მინისტრი ახსენებს სიტყვას - გენოციდს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას. 

- ფიქრობთ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების ეტაპი დასრულდა და  დღის წესრიგში მხოლოდ რუსეთის დამარცხება დარჩა?  - სამხედრო დამნაშავე ჰააგის სასამართლოში უნდა იყოს  და არა მოლაპარაკების მაგიდასთან. 

- რა დრო  შეიძლება დასჭირდეს ამას?

- ეს არავინ იცის სინამდვილეში,  შეიძლება დამთავრდეს ხვალ, თუ დაიშლება რუსეთის ჯარი და ამის იმედისმომცემი  რაღაც მომენტები  არსებობს, ან გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე იარაღი და ცოცხალი ძალის რესურსები არ აქვს, მაგრამ უზარმაზარი ქვეყანაა და რაღაც რესურსები მაინც არსებობს.  

- რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა გადაიტანოს კონფლიქტის კერები თავის  ტერიტორიაზე, რომ სამამულო ომის მოტივით მობილიზაცია გამოაცხადოს?

- შესაძლებელია ასეც მოხდეს,  რადგან პრინციპში, პუტინის არსებობა დამოკიდებულია იმაზე,  რამდენ ხანს გაგრძელდება ეს  ომი, თუმცა, კარგი ვარიანტები რუსეთისთვის უკვე ამოიწურა.  

- ამ ვითარებაში რა საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის?

 - იქედან გამომდინარე,  რომ რუსეთი იზოლაციაში აღმოჩნდა, ყველანაირად  შეეცდება  დაალაგოს ურთიერთობები ახლო მეზობლებთან. პირველ მოქმედებებს ჩვენ ვხედავთ სომხეთისა და აზერბაიჯანის  მიმართ.  18 აპრილს სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი მიდის მოსკოვში. მე მგონი,  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ როგორღაც აჩვენონ მსოფლიოს,  რომ  საქართველოსთანაც დაარეგულირეს ურთიერთობები. ეს დიდი საფრთხე არის ჩვენთვის.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

 - ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისტორიის არასწორ მხარეს. 

- აქ საუბარი არაა ოკუპაციაზე ან თავდასხმაზე? 

- არა, აქ საუბარია იმაზე, რომ რუსეთი შეეცდება, აჩვენოს მთელ მსოფლიოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვით რუსეთი აღმოჩნდა ახლა იზოლაციაში, აქვს კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსთან, მიუხედავად იმისა, რომ მისი ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე და ამას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება.

- ერთია რუსეთის მცდელობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიჭერს საქართველო, თქვენ ამას როგორ ხედავთ? 

- ჩვენ საერთაშორისო სანქციებში კი ვმონაწილეობთ, მაგრამ ჩვენი სანქციები არ გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს  შესაძლებლობა ეს სათავისოდ გამოიყენოს. მაგალითად, ფრენების აღდგენის საკითხი, რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან ფრენები, მაგრამ შეუძლია ნებისმიერ დროს აღადგონოს, ეს იქნება ძალიან ცუდი პოლიტიკური ნაბიჯი,  ჩვენ თუ ამას მივიღებთ. თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები დარჩა, რომელთანაც  რუსეთს აქვს ურთიერთობა. ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით, თუ ჩვენ ამ ქვეყნების სიაში აღმოვჩნდებით. 

ირინა მაკარიძე

Front News