დენის შმიგალი - უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის დაცვას აგრძელებენ

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დანებების  შესახებ ოკუპანტების ულტიმატუმი უარყვეს და მარიუპოლის დაცვას აგრძელებენ.

როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, ქალაქის ნაწილს ამ დრომდე უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

მისი თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ დაიკავეს.

"მხოლოდ ხერსონი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ, ყველა სხვა ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, მარიუპოლის მოსახლეობას არ აქვს წყალი, საკვები, გათბობა, ელექტროენერგია. 

შმიგალმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, შეაჩერონ ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელიც ალყაშემორტყმულ ქალაქშია შექმნილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები