“ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს EU – GS პროექტის ფარგლებში სამმხრივი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ ჩიქობავამ გახსნეს და პროექტის სამომავლო განვითარებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში საჯარო სკოლების დირექტორ-მასწავლებლებისთვის ევროპული ღირებულებების დანერგვისა და სწავლების კუთხით შემუშავებული მეთოდური სახელმძღვანელოს პრეზენტაცია განხორციელდა, ასევე შეჯამდა ტრენინგები, რომელიც ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
მეთოდური სახლემძღვანელო, ქართული და ინგლისური ენების გარდა, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც გამოიცა.ტრენინგების ფარგლებში კი 50-მდე სკოლის 150-მდე დირექტორ-მასწავლებელი გადამზადდა.