ლევან ხაბეიშვილი - თავისუფლების აქტზე ხელმოწერისთვის უნდა მოვემზადოთ ერთ კონკრეტულ დღეს

200 ათასი ადამიანის შეკრება ვიღაცას შეიძლება უტოპია ჰგონია, ისე უნდა გავაკეთოთ, ამ რეფერენდუმისთვის,  თავისუფლების აქტზე ხელმოწერისთვის უნდა მოვემზადოთ -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს აძლევს ხელს. ის ასევე განმარტავს, რომ ოპოზიცია ბრძოლას აგრძელებს, თუმცა  უკრაინაში მიმდინარე ომმა ოპოზიციის აქტივობა რამდენადმე შეაჩერა. 

"ჩვენ ერთმანეთს უნდა ჩავჭიდოთ ხელი, იგივე 200 ათასი ადამიანის შეკრება  ვიღაცას შეიძლება უტოპია ჰგონია. როგორც არჩევნებზე მოდიხართ, მობრძანდებით და აფიქსირებთ თქვენს ნებას, ოღონდ შემდეგ იქ ხომ აყალბებენ, ისე უნდა გავაკეთოთ, ამ რეფერენდუმისთვის,  თავისუფლების აქტზე ხელმოწერისთვის უნდა მოვემზადოთ ერთ კონკრეტულ დღეს. ოღონდ ცხადია, ჩვენ გვიწევს გათვალისწინება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების, როგორ წარმოგიდგენიათ, თებერვალში რაკეტები ცვიოდა კიევში, უბედურება ხდებოდა  და ამასობაში,  ჩვენ ჩვენი გეგმით წავსულიყავით? 

ამის გათვალისწინებაც გვიწევს. არავინ უკან დახევას არ აპირებს, ყველა აპირებს ბრძოლას, ოღონდ ბოლო თხოვნაა, ერთმანეთთან დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ ხელს აძლევს ივანიშვილს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები