კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატოს კიბერწვრთნაში მონაწილეობენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატოს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებულ კიბერწვრთნა „Locked Shields 2022“ მონაწილეობენ. 

"Locked Shields“ ყოველწლიური, რეალურ დროში ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას. 

საქართველო, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სახით აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მონაწილეობს. წელს ქართული ჯგუფი წარმოდგენილია ესტონურ გუნდში, აშშ-ის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები