პუტინი - შეწყვიტეთ "აზოვსტალზე" შეტევა და დაბლოკეთ ეს ზონა ისე, რომ ბუზი ვერ შეფრინდეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მარიუპოლში ქარხანა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმის გაუქმების ბრძანება გასცა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

პუტინმა შტურმს არამიზანშეწონილი უწოდა და მოითხოვა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის ბლოკირება ისე, რომ „ბუზი ვერ შეფრინდეს“. 

"ეს არის ის შემთხვევა, როდესაც უნდა ვიფიქროთ, ანუ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, თუმცა მოცემულ მომენტში მით უმეტეს, ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შეძრომა და ამ სამრეწველო ობიექტებში მიწისქვეშ ხოხვა.

დაბლოკეთ ეს სამრეწველო ზონა ისე, რომ ბუზი ვერ შეფრინდეს. შესთავაზეთ კიდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ დრომდე არ დაყარა იარაღი, გააკეთონ ეს. რუსული მხარე მათ სიცოცხლისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას აძლევს ყველა შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით. ყველასთვის, ვინც დაჭრილია, აღმოჩენილი იქნება კვალიფიციური სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა პუტინმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პუტინს მარიუპოლის „გათავისუფლების“ შესახებ აცნობა. შოიგუს განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბლოკირებულია 2 000-ზე მეტი მებრძოლი. ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალებს სამი-ოთხი დღეს სჭირდებათ, რათა „აზოვსტალთან“ დაკავშირებით სამუშაო დაასრულონ.

"ამჟამად ქალაქში ვითარება მშვიდია, საშუალებას გვაძლევს, დავიწყოთ წესრიგის დამყარება, მოსახლეობის დაბრუნება და მშვიდობიანი ცხოვრების ნორმალიზება. რაც შეეხება მათ, ვინც იმალება ქარხანა „აზოვსტალში“ და საფუძვლიანად არის იქ ბლოკირებული, ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით სამი-ოთხი დღე, რათა დავასრულოთ სამუშაო „აზოვსტალშიც“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუს განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად მთელ მარიუპოლს აკონტროლებენ, მებრძოლები კი საიმედოდ არიან ბლოკირებული „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები