მურმან დუმბაძე - მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანას სჭირდება ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა და ხალხის პროტესტი

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანას სჭირდება ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა და ხალხის პროტესტი, - ამის შესახებ ამის შესახებ Front News-ს პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა მურმან დუმბაძემ განუცხადა. 

მისივე თქმით, ვიდრე ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, ხელისუფლების მიმართ უნდობლობა ყოველთვის იარსებებს.   

"ვიდრე ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ იქნება, იმ დრომდე უნდობლობა იქმნება ამ ხელისუფლებისადმი.  რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანას,  ამ ხელისუფლების პირობებში ეს რამდენად შესაძლებელია,  არ ვიცი.  ამას უნდა ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა და ასევე ხალხის პროტესტი, სხვანაირად დღევანდელი ხელისუფლება ამას არ შეიგნებს. ხალხის ერთად ყოფნას ბევრი საკითხი გადაუწყვეტია საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ხალხის ნებას წინ ვერაფერი ვერ უდგება, ამიტომ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ძალა ხალხშია“ ვეთანხმები“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ. 

მისი თქმით, ამ ხელისუფლების ნდობა არ შეიძლება. 

"უკრაინის ამბებმა აჩვენა,  რომ ამ ხელისუფლებასთან რაიმე ცივილური ურთიერთობა არ შეიძლება. ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უკიდურეს გაჭირვებაშია და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ერთი ზარიც არ აქვთ განხორციელებული, როდესაც მთელი ცივილური მსოფლიო უკრაინას გვერდით უდგას“, - განაცხადა დუმბაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები