პაატა ზაქარეიშვილი - თუ უკრაინა გადაწყვეტს ყირიმში შესვლას, შესაძლოა, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს

თუ ისე მოხდა,  რომ უკრაინა იმარჯვებს და გადაწყვეტს  ყირიმში შესვლას, ამ შემთხვევაში,  შესაძლოა,  რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს,  - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, სწორი იყო უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომ ყირიმის საკითხის 15 წლით გადადებაზე  გააკეთა განცხადება. 

"თუ ისე მოხდა, რომ უკრაინამ მთლიანად გაწმინდა დონეცკი და ლუგანსკი ოკუპანტებისგან  და გადაწყვეტენ ყირიმში შესვლას, რისი უფლებაც აქვთ მორალურადაც  და სამართლებრივაც, აქ შეიძლება უკვე რუსეთმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი.  მისთვის ყირიმი არის წმინდა, ამიტომ თუ რაღაც მომენტში, უკრაინა იმარჯვებს, უნდა მიხვდნენ,  კარგად აწონ-დაწონონ დასავლელ პარტნიორებთან ერთად,  რამდენად ღირს ამ  ნაბიჯის გადადგმა.  ზელენსკიმ რომ თქვა, რომ 15 წლით გადავიტანოთ ყირიმის საკითხი, ეს  ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, ღმერთმა ქნას 5 წელში მოაგვაროს, მაგრამ რადგან ეს თქვა, ეს ნიშბავს, ფიქრობენ ამაზე.  უკვე გამარჯვებულია უკრაინა, მთავარია ახლა გაუძლონ ამ ახალ და უფრო დაწრეტილ რუსულ სტტრატეგიას“,  - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები