რამაზ საყვარელიძე - მართლმსაჯულების სისტემაში თუ ხარვეზებია, რაღა პირობად მიდებ მათ გამოსწორებას, შემომიშვი და მერე ერთად გამოვასწოროთ

მართლმსაჯულების სისტემაში თუ ხარვეზებია, რაღა პირობად მიდებ მათ გამოსწორებას, შემომიშვი და მერე  ერთად გამოვასწოროთ, -  ამის შესახებ  Front News-ს  პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ  ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების საკითხის კომენტირებისას  განუცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არც თუ ისე დიდ აუცილებლობას წარმოადგენს, რაც  ცხადი გახადა უკრაინის პრეცედენტმა.  

"ეს მოთხოვნები, რის მოსმენასაც უკვე შევეჩვიეთ, მათი შესრულება არც თუ ისე დიდ აუცილებლობას წარმოადგენს, ეს ცხადი გახადა უკრაინის მაგალითმა. უკრაინასთან  კორუფციის მაღალი დონის გამო იყო პრეტენზიები,  დღეს ვხედავთ, უკრაინის გაწევრიანების ტემპი გაიზარდა და კორუფციის საკითხმა გადაინაცვლა. შეიძლება, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი წევრი და მერე  კორუფციის დონის შემცირებაზე ერთად იზრუნონ. თუ ასეთი სტრატეგია მიღებული იქნა, გაწევრიანების პროცესში, ალბათ, საქართველოსთან დაკავშირებითაც იქნება ეგ მიდგომა, მათ შორის,  მართლმსაჯულების სისტემაში თუ ხარვეზებია, რაღა პირობად მიდებ მათ გამოსწორებას, შემომიშვი და მერე  ერთად გამოვასწოროთ. ხო არ თავდება ურთიერთობა შეშვებით, პირიქით, იწყება ურთიერთობის ახალი ეტაპი. ამიტომ ბევრი რამ პრეცედენტებზე არის დამოკიდებული და ჩვენს მიმართ წამოყენებული მოთხოვნების სიაც ალბათ იმ პრეცედენტზე იქნება დამოკიდებული, რასაც გააჩენს უკრაინის პროცესი“, - განაცხადა საყვარელიძემ.

საქართველოს ევროკავშირის კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. ევროკავშირის კანდიდატი წევრის მისაღებად საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს პოლიტიკური და  ეკონომიკური მოთხოვნები, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები.  ამასთან,   კითხვარზე პასუხების გასაცემად ვადები მკვეთრად შემცირებულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები