ვერეშჩუკი - გაერო-მ უნდა უზრუნველყოს დერეფანი მარიუპოლიდან, ჩვენ ამას აღარ ვითხოვთ, არამედ უკვე მოვითხოვთ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან. სწორედ ეს საკითხი უნდა დაისვას მოსკოვში გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ვიზიტის დროს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

"ჩვენ აღარ ვითხოვთ, არამედ უკვე მოვითხოვთ გაერო-მ უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა როგორც აზოვსტალიდან, ისე მთლიანად მარიუპოლიდან. ახლა აზოვსტალში 1000 ქალი და ბავშვია, კიდევ 500 დაჭრილი, თითქმის 50 ადამიანს ესაჭიროება სასწრაფოდ კვალიფიციური დახმარება. ეს არის ის, რაზეც ბატონმა გუტიერეშმა მოსკოვში უნდა ისაუბროს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაერო-ს შეუძლია, არის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა", - განაცხადა ვერეშჩუკმა.

გაერო-ს გენერალური მდივანი 26 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, ორი დღის შემდეგ კი შეხვედრას კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები