მარინ ლე პენმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა

მარინ ლე პენმა  საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

საკუთარი საარჩევნო შტაბიდან გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ფრანგი ხალხის 43%-იანი მხარდაჭერა მისთვის უკვე საოცარი გამარჯვებაა.

მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

"მილიონობით ჩვენმა თანამემამულემ აირჩია ეროვნული ბანაკი და ცვლა. მინდა ჩემი ღრმა მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ნდობა გამოუცხადა პირველ ტურში და ვინც შემოგვიერთდა მეორე ტურში“, - განაცხადა ლე პენმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს "ძალაუფლების მონოპოლიზაციის წინააღმდეგ".

საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, წინასწარი მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 58%-ით იმარჯვებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები