რამაზ საყვარელიძე - რა უნდა საქართველოში, გაუგებარია, ორი ბაზა აქვს ისედაც, ქვეყნის ტერიტორიების 20% წაღებული აქვს

რაც რუსეთმა უკრაინაზე შეტევა განახორციელა, მას შემდეგ  მიჭირს იმის თქმა, საქართველო რაიმესგან დაზღვეულია თუ არა, -  ამის შესახებ  Front News-ს  პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ  განუცხადა. 

მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში ძნელია პროგნოზების გაკეთება. 

"როდესაც იყო საუბარი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრაზე, ვამტკიცებდი,  არ მოხდებათქო, იმდენად არალოგიკური, უგნური ნაბიჯი იყო ეს. ბევრმა ექსპერტმა ბოდიში მოიხადა, წონიანი სამხედრო  და პოლიტიკური ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩვენც არ გვეგონა იმდენად უაზრო ნაბიჯი იყო ეს. აქედან გამომდინარე,  უაზრობაზე როდესაც მიდის პოლიტიკოსი ან  ქვეყანა, იქ უკვე პროგნოზი რთულია. 

საქართველოზე შეტევა აბსოლუტურად არ სჭირდება რუსეთს, ეს მორიგი უაზრობა იქნება, კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის მიმართ მთელი მსოფლიოს აგრესიასა და დაპირისპირებას. თუმცა,  მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაზე განახორციელა შეტევა,  მიჭირს იმის თქმა, საქართველო რაიმესგან დაზღვეულია თუ არა. რა უნდა საქართველოში,  გაუგებარია, ორი ბაზა აქვს ისედაც, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი წაღებული აქვს, მაგრამ უკრაინაში რა უნდოდა, იქაც ქონდა რაღაც?“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები