კახა ქემოკლიძე - თუკი დადასტურდა, რომ ეს საუბარი ნამდვილია, ქმნის რისკს, რომ სახელმწიფო საქართველო მოხვდეს რუსების მხარეს

თუკი დადასტურდა, რომ ეს საუბარი ნამდვილია, ქმნის რისკს, რომ სახელმწიფო საქართველო მოხვდეს ამ ბნელ მხარეს, რუსების მხარეს,  - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა კახა ქემოკლიძემ გავრცელებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის სატელეფონი საუბარია დაფიქსირებული. 

ქემოკლიძის განცხადებით, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს იყოს ლეგალურად მოპოვებული ჩანაწერი. 

"არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს იყოს აბსოლუტურად ლეგალური ჩანაწერი.  ევტუშენკოვი იყო პირდაპირი დაკვირვების ობიექტი, უცხოური, მათ შორის უკრაინის სპეცსამსახურების.  შესაძლოა, მისი საკომუნიკაციო საშუალება  ჩართული იყო მოსმენაზე. და არსებობდეს  არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვა ბიზნესნემენებთან და პოლიტიკოსებთან საუბრების ჩანაწერები, მათ შორის უკრაინაში“- განაცხადა ქემოკლიძემ. 

მისი თქმით, ჩანაწერის ავთენტიკურობის შემთხვევაში,  დიდი რისკია, რომ საქართველო ოკუპანტის მხარეს აღმოჩნდეს. 

"თუკი დადასტურდა, რომ ეს საუბარი ნამდვილია, პირდაპირ პროპორციულად ქმნის რისკს, რომ სახელმწიფო საქართველო, მოხვდეს ამ ბნელ მხარეს, რუსების მხარეს, რომლებიც  უკრაინაში კი არ იბრძვიან უკრაინელების წინააღმდეგ და იმათ კი არ  ხოტავენ მხოლოდ, არამედ შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, შენ ხალხს იტაცებს, შენ გეუბნება, რომ  ერი, სახელმწიფო არ ხარ და საერთოდ თბილისის გუბერნია იყავი“, - განაცხადა ქემოკლიძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები