ლავროვი - არ შეიძლება, ბირთვული ომის საფრთხე სათანადოდ არ შეფასდეს

ბირთვული ომის რისკები ახლა საკმაოდ არსებითია, არ შეიძლება, ეს საფრთხე სათანადოდ არ შეფასდეს, თუმცა უამრავი მსურველია, ვინც მზად არის, ხელოვნურად გააზვიადოს ეს საფრთხე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"როდესაც რისკები საკმაოდ არსებითია, არ გვსურს, რომ ვინმემ ეს რისკები ხელოვნურად გააზვიადოს. ამის უამრავი მსურველია. საფრთხე სერიოზულია, რეალურია. არ შეიძლება, ის სათანადოდ არ შეფასდეს“, - განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ დაუშვებენ თავიანთი ჯარების უკრაინაში გაგზავნას.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი, სწორედ ამ კონტექსტში განიხილავენ ზელენსკის და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც თითქმის ითხოვენ ნატოს ჯარების შემოყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ჩვენ მივცემთ იარაღს - რაც, რა თქმა უნდა, ცეცხლზე ნავთსაც ასხამს - და მათ უნდათ აიძულონ უკრაინელები იბრძოლონ რუსეთთან ბოლო ჯარისკაცამდე ამ იარაღის მიწოდებით, თუკი ეს კონფლიქტი კიდევ გაგრძელდება, თუ მხოლოდ, როგორც იმედოვნებენ, რუსეთი უფრო და უფრო დაზარალდეს ამით“, - განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები