კულება - მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მესამე მსოფლიო ომის დაწყების "რეალურ საფრთხესთან" დაკავშირებით რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

კულებას შეფასებით, მოსკოვის რიტორიკა სხვა ქვეყნების დაშინების კიდევ ერთ მცდელობაა, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას იარაღით.

"რუსეთი კარგავს თავის ბოლო იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან. აქედან გამომდინარეობს საუბარი მესამე მსოფლიო ომის "რეალურ" საფრთხეზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში თავის დამარცხებას გრძნობს", - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინის პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, „რათა ჩვენ გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები