შალვა პაპუაშვილი - ქართულ პოლიტიკას გიორგი მარგველაშვილი არაფერს შემატებს

იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში და ვხედავთ კავშირს პოლიტიკურ ფიგურებსა და ორგანიზაციებს შორის, ეს იქნებოდა ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. 

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი ქართულ პოლიტიკას არაფერს შემატებს. 

"ნაციონალური მოძრაობის" არსი არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ხედავენ რომ დემოკრატიული გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ მოდიან, ხედავენ რომ ხალხი მათ ყოველ ჯერზე, არჩევნებზე უარს ეუბნება. ცდილობენ არეულობით, დემოკრატიის გვერდით ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება. მარგველაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა მათი გადასაწყვეტია, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ქართულ პოლიტიკას ის არაფერს შემატებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები