ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საგარეო საკითხებში  იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს.

მხარეებმა საქართველოს და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ყაზახეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს პერიოდში თბილისში გაიმართება.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ისევე, როგორც გასულ წელს, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაზრდილია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, დადებითი დინამიკის პარალელურად, არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. აგრეთვე, ითქვა, რომ საქართველო მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ 2022 წელი საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული წელია, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდაათი წელი სრულდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ყაზახეთის მხრიდან:  ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ასეტ ისეკეშევი, ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია “KazMunayGas”-ის ხელმძღვანელი  მაგზუმ მირზაგალიევი და ეროვნული კომპანიის “Kazakhstan Railways” -ის ხელმძღვანელი ნურლან საურანბაევი, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე და სს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები