ანა წითლიძე - მიზანმიმართულად ანგრევთ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობას

"ის რაც დღეს ხდება უკრაინაში, უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რუსეთის გაუგონარი სისასტიკე და უკრაინელი ხალხის გენოციდი, მათ შორის, არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ვისაც ეს არ ესმის, ან სასარგებლო იდიოტია, ან უბრალოდ კოლაბორაციონისტი. თქვენ ამ შემთხვევაში ძვირფასო უმრავლესობის წევრებო, რუსული პარტიის წარმომადგენლებო, ღალატის პარტიის წარმომადგენლებო, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც მიზანმიმართულად ანგრევთ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობას“, - ასე მიმართა ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ანა წითლიძემ საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

ანა წითლიძემ უმრავლესობის წევრს ვლადიმერ ჩაჩიბაიას პერსონალურად მიმართა და მოუწოდა უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებსა და მათი ოჯახის წევრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

"ბატონმა ჩაჩიბაიამ უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, ყველაზე ძალიან უნდა იცოდეს რას ნიშნავს მებრძოლების მხარდაჭერა. ბატონი ჩაჩიბაია, როგორც გენერალი, უნდა ცდილობდეს თავისი პოლიტიკური გუნდის დარწმუნებას იმაში, რომ დაღუპული გმირების სამძიმარზე მაინც მივიდნენ. ის უნდა ცდილობდეს თავისი პოლიტიკური გუნდის დარწმუნებას  იმაში, რომ დაღუპული გმირების ოჯახები უზრუნველყოფილი იყვნენ სახელმწიფოსგან, რომ ამ ადამიანებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. გენერლის ჩინი საჭიროა იმისთვის, რომ გენერალმა შეძლოს ქართველი მებრძოლების დაცვა“, - განაცხადა ანა წითლიძემ.   

დეპუტატმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს.

"2000-ზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს ადამიანები არიან დღეს საქართველოს სინდისი უკრაინაში და ცდილობენ მოგვწმინდონ ის სირცხვილი, რომელიც თქვენ დაგვმართეთ უკრაინელებთან“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები