ჭიათურის მერმა ლატვიის დელეგაცია მიიღო

ჭიათურის მერმა ლატვიის დელეგაცია მიიღო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ლატვიის თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ჭიათურაში არსებული ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს გარემოს, საჯარო მმართველობის და სამრეწველო რესურსების, ასევე ჭიათურასთან დამეგობრებულ ქალაქ სიგულდასთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა კაცხის სვეტი, კაცხის მაცხოვრის სახელობის ტაძარი, მღვიმევის დედათა მონასტერი, საბაგიროები და "სიგულდას" სახელობის სკვერი დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები