ლოიდ ოსტინი - მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მოკავშირეების მხრიდან უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის გადაცემის შესახებ განაცხადა. ლოიდ ოსტინმა ამის შესახებ გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ქვეყნები მთელი მსოფლიოდან აქტიურდებიან, რათა მიაწოდონ უკრაინას სასწრაფო საჭიროებები. მსურს, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მასპინძელს, მინისტრ ლამბრეხტს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 50 ანტისაჰაერო სისტემა „ჩიტას“ გაუგზავნის; გუშინ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის დამატებით ანტისაჰაერო აღჭურვილობას; დღეს კანადამ განაცხადა, რომ უკრაინას რვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის“, – განაცხადა ოსტინმა.

თავდაცვის მდივნის თქმით, მომდევნო კვირები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ იმ ომის სიჩქარით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები