სალომე სამადაშვილი - ღარიბაშვილი თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ღიად და აშკარად დაარღვიოს, ამას ექნება შესაბამისი შედეგი

ღარიბაშვილი თუ პარლამენტში არ მოვა,  ეს იქნება ყველაზე კარგი დადასტურება იმის, რომ  სათქმელი არაფერი  აქვს და რეალურად,  ეს ხელისუფლება იმას აკეთებს, ვადანაშაულებთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.   

მისი თქმით, ღარიბაშვილი თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ღიად და აშკარად დაარღვიოს, ამას  ექნება შესაბამისი შედეგი.

"თუ აღმოჩნდა, რომ  ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლება პირდაპირ თანამშრომლობს რუსეთთან, რომ დასავლეთს ხელი შეუშალოს სანქცირების პოლიტიკაში, ეს ჩვენთვის  როგორც სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე შედეგების მატარებელი იქნება. ეს ხალხი ჩვენ მოგვწონს თუ არა დღეს ჩვენი ქვეყნის სახელით პოლიტიკურ ძალაუფლებას ახორციელებს.  ამიტომ გავაგზავნეთ ინტერპელაციის შეკითხვა, რომელიც დღეს ოფიციალურად გაფორმდა. 

ღარიბაშვილი უნდა მოვიდეს პარლამენტში და პასუხი მარტო იმას კი არ უნდა გასცეს, რაც ჩვენ მოვისმინეთ ჩანაწერებში, ჩვენ გვჭირდება გავიგოთ, რა  სამართლებრივი და ადმინისტრაციული  ნაბიჯები გადაიდგა და იდგმება იმისთვის, რომ სანქცირებული პროდუქციის გასვლა არ ხდებოდეს ქვეყნიდან. 

თუ ღარიბაშვილი არ მოვა პარლამენტში, ეს იქნება კონსტიტიუციის საწინააღდეგო ქმედება, ეს კი არის არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ სამართლებრივი შედეგის მატარებელი ქმედება. ცხადია, ღარიბაშვილი თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ღიად და აშკარად დაარღვიოს, ამას  ექნება შესაბამისი შედეგი. გარდა ამისა, ღარიბაშვილი თუ პარლამენტში არ მოვა, ეს იქნება ყველაზე კარგი დადასტურება იმისი,  არც არაფერი სათქმელი არ აქვს და რეალურად,  ეს ხელისუფლება იმას აკეთებს, ვადანაშაულებთ“, -  განაცხადა სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები