სალომე ზურაბიშვილი - ელჩის გაწვევა დაკავშირებულია ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფორინ პოლისისთან“ ინტერვიუში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებზე, საერთშორისო სანქციებსა და უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე საუბრობს.

"საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას, რადგან ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ რუსეთის ფრონტის ხაზზე. ამავე დროს, ჩვენ არ ვართ დაცულები ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემით და არც, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებით. ეს კი ჩვენ უფრო მეტად დაუცველს გვხდის მოვლენების ორივე სცენარით განვითარების შემთხვევაში. ანუ თუ რუსეთის მოიგებს, ის უფრო ამბიციური გახდება, როგორც ახლა ჩანს. თუ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელიც სურს, მაშინ ისინი კომპენსაციის ძებნას დაიწყებენ. მე არ ვამბობ, რომ მოვლენები მაინცდამიანც ამ სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო უფრო ხშირად უნდა ახსენონ. ცხადია, პრიორიტეტი ახლა უკრაინაა და ასეც უნდა იყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეჯიბრებას არ ვაწყობთ. მაგრამ ამავე დროს საქართველო არ უნდა იყოს დავიწყებული, რადგან ეს შეიძლება იყო ძალიან არასწორი გზავნილი მოსკოვისთვის“, – აცხადებს ზურაბიშვილი

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციას მიერთებულია.

"საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მონაწილეა, ყველა ფინანსური სანქციის. საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები ამ სანქციებს ზედმეტადაც კი ემორჩილებიან, რადგან ძალიან ეშინიათ სხვებს ჩამორჩნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ძვირი უჯდება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, საქართველოს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტს ვახორციელებდით. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებულები. ახლა არის გადახდის პრობლემა, თუ არ გადავიხდით, იმპორტს ვეღარ განვახორციელებთ. ასევე არის გარკვეული ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგალითად ხილით ვაჭრობა, რაც არ არის სანქცირებული საქონელი. ასე რომ, ვფიქრობ, სანქციებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, იმის ახსნის დროს, თუ რა სანქციებს უერთდება საქართველო და რომელს არ უერთდება“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

კითხვაზე, რატომ გაიწვია მაშინ უკრაინამ საკუთარი ელჩი საქართველოდან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამას გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს.

"ეს არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან საქართველოში და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება… ახლა ჩვენი უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ყველაფერი, რაც რაიმე სახის უთანხმოებას აჩვენებს, და ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, წყალს სახამს რუსეთის წისქვილზე. ამიტომ არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებულები. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველო და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები