წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს სხდომაზე პირველ კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის პირველ კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაციები მითითებულ ვადაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

“ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი სოციალური პროგრამების დანერგვა, ახალი ინოვაციური პროექტების მომზადება, ქალაქის იერსახის მოწესრიგება, ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მზად ვარ მოვისმინო და მხარი დავუჭირო ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და გაძლიერებისაკენ”, - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

საუბრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო პერიოდშიც ურთიერთთანადგომით ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება, კურორტის ეფექტურად ფუნქციონირებისა და ადგილობრივებისათვის კომფორტული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები