ლევან ფერაძე - ეს საწყისია ექიმების ბრძოლის, თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რისი მიღწევაც გვინდა

ექიმებმა  პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის  მიხეილ საკაშვილის  საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართეს. 

მათი განცხადებით, პაციენტის დახმარება მათი პროფესიული ვალდებულებაა. 

"ჩვენთვის ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი,  ეს არის ვალდებულება დავეხმაროთ ძალიან მძიმე პაციენტს, ჩვენთვის ამის შეუსრულებლობა დანაშაულია.  სწორედ ამიტომ  ვერ გავჩერდებით და  ავიმაღლეთ ხმა.  ეს საწყისია ექიმების ბრძოლის, თუ ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ შედეგს, რა შედეგის მიღწევაც გვინდა. 

მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე პაციენტი, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად კიდევ უფრო მძიმდება. ხელისუფლება ამას უყურებს „თითებს შუა“.  გამოდიან ვიღაც პოლიტიკანები, რომლებმაც ჩვენი გადასახადებით მართლა ყველა ოცნება აისრულეს  და თან სისულელეს ლაპარაკობენ და ბედავენ იმას,  რომ ყველაზე კვალიფიციური ექიმების დასკვნას სიმულიანტობად აცხადებენ“, - განაცხადა ექიმმა ლევან ფერაძემ. 

ექიმებმა სპეციალური პეტიცია შეიმუშავეს, რომლითაც  ქვეყნის ხელისუფლებას და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები