ვანო ჩხიკვაძე - ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს, სხვაგვარად დაიწყოს მოქმედება

ევროკავშირის  კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს, ახლებულად გადაიაზროს პროცესი და სხვაგვარად დაიწყოს მოქმედება, -  ამის შესახებ Front News-ს  „ღია საზოგადოება -საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაჩქარებული პროცედურის გათვალისწინებით,  მოსალოდნელია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი  მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღოს. 

"კითხვარზე პასუხის დაბრუნების შემდეგ შეფასება უნდა მოხდეს,   სავარაუდოდ,  მაისის ბოლოს,  ივნისის დასაწყისში.  23-24 ივნისს იმართება ევროპული საბჭოს შეხვედრა, სადაც 27-ვე წევრი ქვეყნის მეთაურები იკრიბებიან, მათ კონსესულის საფუძველზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.  იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს. ამ გადაწყვეტილებას თან ახლდეს გარკვეული პირობების შესრულება, რაც უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმის, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, პოლარიზაციის შემცირებისა და სხვა საკითხებს.  

მთავარია,  ხელისუფლებამ გაიაზროს რა პერსპექტივას ხსნის საქართველოსთვის კანდიდატი წევრის  სტატუსის მიღება და დაიწყოს რეფორმების განხორციელება. ამაში დიდია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლი, რომ იყო მუდმივი კონტროლი ამ მოთხოვნების შესრულებაზე. 

აქამდე თუ ხელისუფლებას არ ჰქონდა მოტივაცია, რომ განეხორციელებია ეს დემოკრატიული რეფორმები, შესაძლებელია, კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალოს. 

იმდენად დიდია "ჯილდო“, რაც ევროინტეგრაციას ახლავს თან, ვფიქრობ,  ხელისუფლებას მოუწევს, გადაიაზროს ის რეალობა და სხვანაირად დაიწყოს  მოქმედება“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა და ის ევროკავშირს 2 მაისს გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები