გიორგი გრიგოლია - ეს მიხეილ სააკაშვილის ანალიზებშია ჩადებული და მე არ მომიგონია, ვერ ვხედავ აქ ვერანაირ დარღევას

ჩვენ იანვარშიც ველაპარაკეთ მიხეილ სააკაშვილს და მან თქვა, რომ აბსოლუტურად ყველა მონაცემი, რომელსაც ჩვენ ვწერთ და ეს მონაცემები არის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგი, შესაძლებელია იყოს გამოქვეყნებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რითაც ალბუმინის დოზის გასაჯაროებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრალდებას უპასუხა. 

გიორგი გრიგოლიას თქმით, ეს ბრალდება არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. 

"ჩვენ როდესაც ვწერთ დასკვნას, ერთი არის საჯარო გამოყენებისთის, რომელიც პრესისათვის ხდება ღია და მეორე - სუფთა სამედიცინო დასკვნა, რომელსაც არ ვასაჯაროებთ, რადგან ეს არ აინტერესებს  და ვერც გაიგებს უბრალო, არაექიმი მოქალაქე. ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამოქვეყნება არ შეიძლება, ჩვენ ამის შესახებ იანვარშიც ველაპარაკეთ მიხეილ სააკაშვილს და მან თქვა, რომ აბსოლუტურად ყველა მონაცემი, რომელსაც ჩვენ ვწერთ და ეს მონაცემები არის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგი, შესაძლებელია იყოს გამოქვეყნებული. ეს გამოკვლევები ჩვენს მიერ კი არ ტარდება, ტარდება იმ  დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება. 

რაც შეეხება ალბუმინის დოზას, რაზეც იყო აქცენტი მინისტრის მხრიდან. ჩვენს დასკვნაში წერია,  რომ მას  აქვს ცილოვანი შიმშილი, ის ვერ ითვისებს ამ საკვებს, ამიტომ დაუდგინეს ანორექსიის დიაგნოზი. 

სწორედ ამიტომ რომ დამეზუსტებინა და არ ყოფილიყო ზოგადი საუბარი,  ამიტომაც ვთქვი გადაცემაში, რომ ალბუმინის დოზა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ნორმა.  ეს მის ანალიზებშია და მისი ისტორიის ბარათში  არის ჩადებული და ეს მე არ მომიგონია, ამიტომ  მე ვერ ვხედავ აქ ვერანაირ დარღევას. მე ჩემი ნათქვამის არგუმენტად მოვიყვანე ლაბორატორიული მონაცემი, რომელიც არის ოფიციალური, ამიტომ მიკვირს რატომ გამოიწვია ამან რეაქცია“, - განაცხადა გრიგოლიამ. 

იუსტიციის მინისტრმა ექიმი პაციენტის პირადი ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები