კულება - ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ებრაელებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

"საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსულ ელიტაში ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია უკრაინის პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის. უფრო ზოგადად, ეს აჩვენებს, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით“, – წერს დმიტრო კულება.

იტალიურ მედიასთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი.

"ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან. ყველა ოჯახშია ცუდი, როგორც ჩვენთან ამბობენ“, – განაცხადა ლავროვმა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.