გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო

სააკაშვილს უცხოეთში წასვლა რომ უნდა, ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზად ნამდვილად არ გამოდგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას ეწევა.

"მერამდენე წრეზე მივდივართ, აღარ ვიცი. სამწუხაროდ, პატიმარმა სააკაშვილმა თავისივე ჯანმრთელობით მანიპულირება ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო, რაც არ გამოუვიდა. შემდეგ იყო სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლის სერია, რამაც შედეგი არ გამოიღო. ახლა ისევ პირველ ჩვენებაზე დაბრუნდნენ, რასაც სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირება ჰქვია. რაც არ უნდა გააკეთოს, მოცემულობა შემდეგია – იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ არსებობს ოფიციალური მონაცემები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

საზოგადოებას არ სჯერა იმის, რასაც სააკაშვილი და მისი მომხრეები აცხადებენ. რა სერვისი არ მიეწოდება სააკაშვილს? – ამაზე კონკრეტულად ვერავინ საუბრობს. მას რომ უცხოეთში ყოფნა სურს და არ უნდა ციხეში, ასე რამდენიმე ათასი პატიმარია, ვისაც ამის სურვილი აქვს. სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. მას უცხოეთში წასვლა რომ უნდა, ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების მიზეზად ნამდვილად არ გამოდგება. ამბობენ, შეუძლებელია, საპატიმროში მისი მკურნალობა. ამის იქით არაფერს ამბობენ, რატომ არის შეუძლებელი? კონკრეტულად რა დაავადება აქვს და რა სამედიცინო სერვისი არ მიეწოდება? თუ ადამიანი თვითდაზიანების სერვისშია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას განუკურნებელი სენი სჭირს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები