წყალტუბოს შესასვლელში მარადმწვანე ხე-მცენარეების გაშენება დაიწყო

წყალტუბოს განახლებისა და გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის შესასვლელში მარადმწვანე ხე-მცენარეების გაშენება დაიწყო. 

გამწვანების აქციაში მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი ჩაერთნენ.

"წყალტუბოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე ზეთისხილის, ტუიას და ღვიას ხე-მცენარეები ირგვება. სამუშაოებს ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ თანამშრომლები ასრულებენ, წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ქალაქი, რომელიც მოიზიდავს უამრავ ტურისტსა და დამსვენებლს'', - აცხადებს გენადი ბალანჩივაძე. 

მცენარეების მოვლა-პატრონობას შპს "საქართველოს ნერგები" უზრუნველყოფს.

მიმდინარე წელს წყალტუბოში 900-ზე მეტი მარადმწვანე მცენარე უკვე დარგულია, რასაც ამ ეტაპზე, 103 ძირი იშვიათი ჯიშის ხე დაემატა. გამწვანების სამუშაოები გაგრძელდება.

უახლესი ამბები