საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ექიმები აქციას მართავენ

საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ექიმები აქციას მართავენ. ისინი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაში დახმარებას აშშ-ის მთავრობას თხოვენ.  ექიმებმა აშშ-ის საელჩოს ორი წერილით მიმართავენ, ერთი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სახელზეა, მეორე კი აშშ-ში საქართველოს ელჩის კელი დეგნანის. 

ექიმები კელი დეგნანს მოუწოდებენ, უფრო აქტიურად ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის პროცესში.  რაც შეეხება  აშშ-ის პრეზიდენტს, ექიმები აცხადებენ, რომ იძულებული არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად აშშ-ის პრეზიდენტს მიმართონ. 

"ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ აშშ-ის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, რომ დაგვეხმაროს და გადაგვარჩენინოს პაციენტი საქართველოში, რომელიც გახლავთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ამავე დროს უნდა გთხრათ, რომ მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ აბსოლუტურად უთანაბრდება მისი მდგომარეობა ნავალნის მდგომარეობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით გვყავს მეორე ნავალნი“, - განაცხადა  ექიმმა ვილი პაჭკორიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები