ბორის ჯონსონი - გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, ვიდრე არ მივაღწევთ გრძელვადიან მიზანს, ისე გამაგრდეს უკრაინა, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს თქვენზე თავდასხმა

ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პარლამენტში ონლაინ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბრიტანეთის სამხედრო დახმარება მოიცავს რაკეტებს, ბატარეის საწინააღმდეგო ბრძოლის რადარებს, ელექტრონული ომის საშუალებებს, „ჯიპიეს“ ჩამხშობებს და ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობას.

"ჩვენ დიდ ბრიტანეთში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა პასუხი აგოს ამ ომის დანაშაულებებზე და ამ გაურკვევლობის, შიშისა და ეჭვის ამჟამინდელ მომენტში, თქვენთვის ერთი გზავნილი მაქვს – უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა თავისუფალი იქნება. ჩვენ თქვენს სხვა მეგობრებთან ერთად გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას იარაღით, დაფინანსებით და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, ვიდრე, არ მივაღწევთ ჩვენს გრძელვადიან მიზანს, ისე გამაგრდეს უკრაინა, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს თქვენზე თავდასხმა. 

ეს არის უკრაინის საუკეთესო საათი, ეპიკური მონაკვეთი თქვენს ეროვნულ ისტორიაში, რომელიც გაგახსენდებათ და მოყვებით თაობების განმავლობაში. თქვენი შვილები და შვილიშვილები იტყვიან, უკრაინელებმა ასწავლეს მსოფლიოს, რომ აგრესორის უხეში ძალა არაფერს ნიშნავს იმ ხალხის მორალური სიძლიერის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, იყოს თავისუფალი“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონის სიტყვით გამოსვლისას, რადაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა.

უახლესი ამბები