გედევან ფოფხაძე - ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ ფასი რუსეთის ჯალათობისთვის და სისასტიკისთვის, ეს ფასი რატომ უნდა გადამახდევინოს ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა

საუბარი,  რაც ისმის ღარიბაშვილისგან და  კობახიძისგან, ეს ზუსტი ფეესბე-ს გზავნილია, რომ შემდეგ რუსეთმა ილაპარაკოს,  საქართველოში არის მტკიცებულება, რომ უკრაინა აპირებდა ომის დაწყებას, რაზეც ლუკაშენკო საუბრობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.   

მისი თქმით, დღეს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს კოლაბორაციონისტული ხელისუფლების წინააღმდეგ.

"ოცნებაც თითქოს ამის პროვოცირებას გვიკეთებს, რომ გახარიას, სააკაშვილს და მამუკა ხაზარაძეს ერთად ახსენებს, მერე რა? ძალიან კარგი იქნება, თუ გახარია, სააკაშვილს მამუკა ხაზარაძესაც, „გირჩსაც“ და ყველას, ყველა პოლიტიკურ ძალას, საზოგადოების ყველა წარმომადგენელს საზოგადოება დაინახავს ერთად, ერთი მიზნის და ერთი დროშის ქვეშ, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა კოლაბორაციონისტული ხელისუფლებისაგან, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა.  აქ საუბარია პოლიტიკურ გზავნილზე და არა ომზე, ამას ომი არ დაჭირდება. რეალობა ისაა, რომ ამისათვის საჭირო ომი სხვა ერმა, სხვა ხალხმა უკვე მიიღო, გადაიტანა და ეს საბოლოოდ წარმატებით დამთავრდება.  რუსეთის სახელმწიფო დასრულდება ძალიან მალე, უბრალოდ, ჩვენ არ უნდა მოვყვეთ ნანგრევებში, ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ ფასი რუსეთის ჯალათობისთვის  და სისასტიკისთვის. ეს ფასი რატომ უნდა გადამახდევინოს მე ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, ეს არის ჩემთვის გაურკვეველი და საზოგადოებამ რატომ უნდა უყუროს ამ იაფფასიან დემაგოგიას, თითქოს ვინმეს უნდა ომი“, - განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები